0 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“საგარეო პოლიტიკის კეთება შეურაცხყოფით. ჩემი აზრით, თვით კისინჯერიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას”- კელი კალაძეზე

“საგარეო პოლიტიკის კეთება შეურაცხყოფით. ჩემი აზრით, თვით კისინჯერიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას. ” –  ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი Twitter-ზე თბილისის მერის, კახა კალაძის რეპლიკას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე. ერიკა ოლსონის მიერ ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ, კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვა შეუბრუნა:

“ვინაა, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო. არ ვიცი საერთოდ, რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ”, – ამბობს კალაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები