1 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სააკაშვილმა საშხაპე ოთახიდან გადასძახა აქციის მონაწილეებს, დაარღვია შინაგანაწესი – პენიტენციური

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს საშხაპე ოთახიდან მიმართა. პენიტენციურის თქმით მან ამით შინაგანაწესი დაარღვია.

“ინფორმაციისთვის: დაწესებულების დებულების თანახმად,  მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს. საშხაპე ოთახში დაწესებულების  მოსამსახურეებს  შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი  პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ.მიხეილ სააკაშვილმა  სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და  დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი. დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები