1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი შეუტანეს

მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი შეუტანეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ავრცელებს.

„ტელევიზორი ნამდვილად აქვს, ასევე, დამატებით ლეიბი შეუტანეს. მანამდეც ყოფილა შეტანილი ლეიბი, თუმცა ის ვერ აკმაყოფილებდა ელემენტარულ, ადამიანურ მოთხოვნას, რომ ნარზე დაგებული ამ ლეიბით რკინა არ ეგრძნო.

რაც შეეხება ზარებს, ის შეზღუდულია პროკურატურის გადაწყვეტილებით, რომელიც სრულიად უკანონო გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, სასამართლო ამჯერად მაინც დადგება მოწოდების სიმაღლეზე, დროულად ჩაინიშნება პროცესი. უკვე დაგვიანდა, მაგრამ იქნებ დღეს ან ორშაბათს მაინც ჩატარდეს პროცესი, სადაც აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოხდება და ფორმალური შესაძლებლობაც კი აღარ იქნება ზარების გაუქმების“, – განაცხადა ბასილაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები