1 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შს სამინისტრო: ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, რომელშიც შეიარაღებული პირი შეიჭრა ყველა საჭირო გადაუდებელი ღონისძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან.

„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები