1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სიტუაცია იმედისმომცემია, რომ ტრანსპორტის აღდგენაზე ვისაუბროთ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით უცნობია გახანგრძლივდება თუ არა ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა. 

"რამდენად დაგვჭირდება სატრანსპორტო შეზღუდვის კიდევ მეტად გახანგრძლივება, ამაზე ეპიდემიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს. ჯერჯერობით ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია და პროგნოზულად იმედისმომცემია სიტუაცია, იმისთვის, რომ გარკვეულწილად ვისაუბროთ, როგორც სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დაბებში, სოფლებსა და ქალაქებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, მალევე აღდგეს სკოლებში ადგილებზე სწავლება, თუმცა ჯერჯერობით ამ შეზღუდვების რეჟიმში ვართ, უნდა დავაკვირდეთ",- თქვა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები