1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

"მართალი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამარჯვებით სრულდება" - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია საუბრობს. 

"აქ ვდგავარ მარტო, რადგან პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს სცემენ. პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები ვერც სიმართლეს და სამართალს პოულობენ, პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები კოვიდ პანდემიასთან არიან მიტოვებულები. დღეს მთავარი ჩვენი ყველას სათქმელია რომელსაც საქმე მოჰყვება და საბოლოოდ საერთო გამარჯვებით დასრულდება... მახსენდება, როგორი რთული იყო ჩემი გზა დღევანდელ დღემდე.. როცა პირველად ვიყარე კენჭი თბილისის მერად. მაშინ არც მე და არც საზოგადოება არ იყო ჯერ მზად, დაემარცხებინა ამხელა ბოროტება... არასდროს შემშინებია ბრძოლის, იმიტომ რომ ვიცი, მართალი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამარჯვებით სრულდება... დადგა დრო ეს ყველაფერი სამუდამოდ დასრულდეს ყველასთვის მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა.

ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს. სწორედ ამიტომ, დღეს მე ვდგავარ, თქვენს წინაშე და ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ, ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია.

ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე, დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს ვაკეთო უფრო მეტი და ვაკეთო უფრო უკეთესად. ჩემი მერობა ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ იქნება ჩემი პარტიის წარმომადგენელი. დღეს მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი - მეტი თავისუფლება,“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები