პოლიტიკა
Alt-Info-ს ვებგვერდი Facebook-მა ჩვენი შეტყობინების საფუძველზე წაშალა – ISFED
2021-07-19 16:08:59
ძალადობრივი და პრორუსული არხის, Alt-Info-ს ვებგვერდი Facebook-მა , ორგანიზაცია ”სამართლიან არჩევნების”, შეტყობინების საფუძველზე წაშალა.ISFED- მა Facebook-ს მიმართა და Alt-Info-ს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა.
Facebook-ის შესაბამისი განყოფილების გადაწყვეტილებით, Alt-Info-მ Facebook-ის გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
ძალადობრივი და პრორუსული არხი, Alf-Info Facebook-ზე 16 ივლისს აღარ იძებნებოდა, თუმცა, ამ დროისთვის მათ უკვე შექმნეს ახალი გვერდი.
კომენტარები