პოლიტიკა
კახიშვილ-ბინიაშვილი არჩევნებისთვის ფულის მობილიზებას იწყებენ - სავარაუდოდ, ქართული ოცნება თაღლითური გზით ნაშოვნი ფულით, ამომრჩეველთა მოსყიდვას კიდევ ერთხელ აპირებს
2021-06-17 11:42:02
დეპუტატ კახი კახიშვილის და მისი მეგობრების სავარაუდო კორუფციული სქემა, რაც გულისხმობს ევროპელი პენსიონერების ძარცვას - გრძელდება. თუმცა სქემაში უკვე ხელისუფლებაც ჩაერთო, ვინაიდან წინასაარჩევნოდ, ოცნება თანხების მობილიზებას და ამომრჩეველთა მოსყიდვას აპირებს. სწორედ ამიტომ, კახიშვილ-ბინიაშვილი სავარაუდოდ, პარტიაში მიიტანენ ევროპელი პენსიონერებისგან წართმეულ ფულს, სანაცვლოდ კი ხელისუფლება მათ კორუფციულ სქემას არათუ ხელს შეუშლის, არამედ პირიქით, მწვანე შუქს აუნთებს და არც არავის დასჯის.
არადა, კახა კახიშვილ და მისი გარემოცვა უკვე დიდი ხანია, რაც აღნიშნული თაღლითური სქემის სავარაუდო მონაწილეები არიან, თუმცა პროკურატურა ამ დრომდე, საქმეში დეპუტატის სავარაუდო მონაწილეობაზე ღიად არ საუბრობს. ცოტა ხნის წინ, კახიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ ღია ეთერშიც ისაუბრა და ვითარებაც ოდნავ შეიცვალა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები კახიშვილს დაემუქრნენ, რომ თუკი ის პარტიას დატოვებდა, მაშინ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ბრალდებით, კახიშვილთან ერთად, მის სიძესა და აგრეთვე სავარაუდო დამფინანსებელს, მიხეილ ბინიაშვილსაც დაიჭერდნენ. დეპუტატმა კახიშვილმა უკან დახევა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, თავისუფლების სანაცვლოდ, მან, სავარაუდო კორუფციული სქემებით ნაშოვნი ფულის დაბრუნების დაპირება გასცა.
ერთადერთი რაც უწყებამ ამ დროისთვის შეძლო, სქემაში ჩართული საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალი სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის წარუდგინა.
ჩვენი ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში მონაწილე რამდენიმე პირმა, დეტალურად აღწერა იმ სქემის შესახებ, რაშიც იღებდა მონაწილეობას და უფრო მეტიც, კონკრეტული გვარებიც სწორედ მათ დაასახელეს, რომელიც სავარაუდოდ, ბინიაშვილის გარემოცვამდე და შესაბამისად, ისნის მაჟორიტარ დეპუტატთან, კახი კახიშვილთან მიდის. საქმის “ბნელი” მხარეების შესახებ იციან “ქართულ ოცნებაშიც”.. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის, ოცნება და კახიშვილის მეგობრები უკვე ერთად ძარცვავენ ევროკავშირის მოქალაქეებს აღნიშნული სქემით და სავარაუდოდ, თაღლითური გზით ნაშოვნი ფულით, კიდევ ერთხელ მოატყუებენ და მოისყიდიან საქართველოს მოქალაქეების ხმებს.
კომენტარები