1 8 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეუფე სპირიდონი: მადლობა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, ასევე შსს-ს, რადგან გვერდში გვიდგანან

მადლობა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, ასევე შსს-ს, რადგან გვერდში გვიდგანან – ამის შესახებ განაცხადა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა ქადაგების დროს. 

“17 წელია ეს პანსიონი მუშაობს აქ და მოქმედებს. მით უმეტეს იცით როგორი რეგიონია და ყველანაირად ხელის შეწყობა სჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს – ისინი წლების განმავლობაში, დაარსების დღიდან ამ პანსიონს ძალიან სერიოზულად, კარგად ეხმარებოდნენ. ისევე ზესტაფონის ბავშვთა სახლს. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა პოლიციას გადავუხადო, გვერდში გვიდგანან ისინი ძალიან. ბავშვები არიან მოგეხსენებათ და ყურადღება და წესრიგის დაცვა სჭირდება – მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს” – განაცხადა მან.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები