პოლიტიკა
ევროპარლამენტარი „ნამახვანჰესის" პროტესტზე - მივესალმები მოსახლეობის ამ ახალი სახის მობილიზაციას დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ
2021-06-02 15:12:08
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჰაიდი ჰაუტალა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს ეხმიანება.
„მივესალმები საქართველოს მოსახლეობის ამ ახალ სახის მობილიზაციას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. საიდუმლო ხელშეკრულებებით გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობა შოკისმომგვრელია“, - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“.
კომენტარები