1 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია - ვაპირებდით, რომ "ნაცმოძრაობას" პარლამენტში წყლის თოფებით დავხვედროდით

ჩამოტვირთვა

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, "გირჩის" წევრები გეგმავდნენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში წყლის თოფებით დახვედროდნენ, თუმცა, გადაიფიქრეს, რადგან შესაძლოა, ამას "პოლიტიკური კუდები მობმოდა".

"ვაპირებდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, ვიფიქრეთ, რომ ამას პოლიტიკური კუდები მოებმეოდა და ვერავის დავაჯერებდით, რომ ჩვენ უბრალოდ გავაგრილეთ ჩვენი კოლეგები. ეს თოფები თქვენმა კოლეგამ გვაჩუქა და გამოვიყენეთ იმის აღსანიშნავად, თუ რას ვაპირებდით და რაზე ვთქვით უარი,"- განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, თუ პარლამენტში თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილიც შევლენ, საკანონმდებლო ორგანოში ხინკლის მიტანასაც არ გამორიცხავენ.

"ეს დამატებით უნდა გავიაროთ პარლამენტის ადმინისტრაციასთან.

ვათვალიერებდით და შემოსასვლელი რომ არის, იქ მოაჯირებზე არის კარგი დასადები ადგილი და გვინდა გამოვიყენოთ, როცა შალვა ნათელაშვილი და თაკო ჩარკვიანი შემობრძანდებიან პარლამენტში,"- განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები