0 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შაქარაშვილს და საქმის სხვა მონაწილეებს დაზიანრბა სხეუის მარჯვენა მხარეს აქვთ მიყენებული - ნახეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს აღნიშნული დამთხვევა?

შაქარაშვილის საქმის დაზარალებულების ნაწილს ზიანი სხეულის მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული. გიორგი ქათამაძეს სამივე დარტყმა სახის და კისრის არეში მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული; კონსტანტინე ღიბრაძეს, რომელმაც ბლაგვი საგნის მოქნევისას გაწევა მოასწრო, დაზიანება აქვს მარჯვენა ფეხზე; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმიდან კი ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილს სახის მარჯვენა მხარეს აქვს ნახეთქი ჭრილობა.

ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ დაზიანებები მათ ცაცია ადამიანის მიერ აქვთ მიყენებული და ბლაგვი საგანი, რომელზეც დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე საუბრობდა, მას სწორედ იმ ხელში უჭირავს?

გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ეს ვერსია უსაფუძვლო არ არის. 

"გეთანხმებით, არ არის უსაფუძვლო მოსაზრება და გიდასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ იმ ხალხის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ იგივე, რაც განხორციელდა ამ ბიჭების მიმართ, ხომ არ განხორციელდა გიორგის მიმართაც. გეთანხმებით, სწორს იძახით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი", – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

ერთ-ერთი დაკავებული მორაგბის მწვრთნელი ამბობს, რომ დაზუსტებით არ იცის, ცაციაა თუ არა ეს კონკრეტული მორაგბე, რადგან რაგბის თამაშის დროს ეს მომენტი საყურადღებო არ არის, თუ რაგბისტი კონკრეტულ პოზიციებზე არ თამაშობს. 

მორაგბეებთან გაგნიძესა და მახარაძესთან დაკავშირებით კი დაზუსტებული ინფორმაცია “მთავარმა არხმა” ვერ მოიპოვა. ეს ორი მორაგბე კლუბ “ასკანელების” მწვრთნელია, საიდანაც ცნობების მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. 

კლუბი “ასკანელები” არ არის რაგბის ფედერაციის წევრი, მას არც ეტაპზე არ ჰყავს გუნდი, საფესტივალო დონეზეც კი. არხის ჟურნალისტი დავით ერაძე ამბობს, რომ ეს კლუბი არ არის განკუთვნილი რაგბის თამაშისთვის და საინფორმაციო სივრცეში იძებნება მხოლოდ მათი ერთ დღეს გადაღებული ფოტოსურათები.

“მთავარმა არხმა” მოიპოვა ერთ-ერთი დაკავებულის, “ასკანელების” მწვრთნელის არჩილ გაგნიძის მონაწილეობით ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ მას მარცხენა ხელით უჭირავს ტელეფონი და ასევე რაგბის ბურთი.    

ტელეფონის დეტალური ამონაწერებიდან ირკვევა, რომ მორაგბე მახარაძის ტელეფონი 19 ივნისის 23:15 საათიდან 20 ივნისის დილის 8:00 საათამდე ნახალოვკაშია და მისი ტელეფონიდან გაგნიძის ნომერზე განხორციელებულია 18 ზარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები