1 9 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

,,დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები გ.ბ.-მ მიაყენა" - პროკურორი

მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში კომისიის წევრების კითხვებს საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე პასუხობს.

ზვიად ფხაკაძე ბრალდების მხარის ხელთარსებულ მასალაზე დაყრდნობით იმ ვერსიაზე საუბრობს, რომელიც გამოძიებამ სასამართლოს წარუდგინა.

როგორც ფხაკაძე აღწერს, დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა გ.ბ. - მ მიაყენა, მაშინ როდას ის გ.ჯ-ს ეჩხუბებოდა.

„გ.ჯ დავით სარალიძეს ჰყავს დაჭერილი მარჯვენა მხრიდან, მუცელზე ჰყავს მიკრული. რა დროსაც მას მარჯვენა მხრიდან მარჯვენა ხელით აყენებს ჭრილობებს გ.ბ. იმ ჭრილობაზეა საუბარი, რომელიც იდენტიფიცირებული არის.

ანუ არის მარჯვენა დუნდულასა და ბარძაყის არეში 12-14 ნომერი, ღვიძლის არეშია დაზიანება #1,სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, შემდეგ იცვლის პოზას, ამ დროს სარალიძეს გ.ჯ. ისევ წინ უჭირავს, მოხრილ მდგომარეობაში, და იმავე ბარძაყის, ფეხის საზარდულის არეში წინა მხრიდან ჭრილობის მიყენება, ეს არის #11 , რამაც გამოიწვია არტერიის გადაჭრა და ვენის დაზიანება. ექსპერტებთანაც მაქვს გავლილი კონსულტაციები, მათი თქმით,#11 ჭრილობა იმდენად საშიშია სიცოცხლისთვის, რომ რამდენიმე წამში ადამიანის რეფლექსები დუნდება, ექიმის განმარტებით 5 წთ საკმარისი, რომ დაიცალოს პირი სისხლისგან რისი აღდგენაც შემდეგ შეუძლებელია. ეს ხდება წამიერად. შემდეგ დათო სარალიძე იცვლის პოზას და შესაბამისად გ.ჯ.-ც იცვლის ადგილს, იმას არ უშვებს ხელს. ამ დროს შემობრუნებულს გ.ბ. კიდევ აყენებს ერთ დაზიანებას, დაზიანება #2.  გულმკერდის არეში უკვე მარცხენა მხარეს, მაშ შემდეგ რაც სარალიძემ მდგომარეობა შეიცვალა. ამ დროს უკვე მოდის აქ მ.კ. პარალელურად, როდესაც უკვე ამ მდგომარეობაშია, გ.ჯ-ს უკვე მარჯვენა ხელში უჭირავს (უკვე ფიქსირდება) დანა იქნევს ხელს დათოს მიმართულებით, ოღონდ მარცხენა იღლიის არეში აყენებს ჭრილობას,"- ამბობს ფხაკაძე.

ფხაკაძის თქმით, გ.ჯ. , რომელიც მსჯავრდებულია დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში სარალიძეს ორ ჭრილობას აყენებს, თუმცა არცერთი მათგანი სასიკვდილო არ აღმოჩნდა. 

ფხაკაძის თქმით, ბრალდების ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე დაპირისპირება სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები