1 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

22 წლის ახალგაზრდა არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა - იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ქალაქ მედინაში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა ქალაქის ცენტრში არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა და აგრესიით გამოირჩეოდა.

მის ქმედებებს ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის პანიკა მოჰყვა. რამდენიმე რესტორნის მენეჯერებმა ახალგაზრდის დამშვიდება სცადეს, თუმცა მამაკაცმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს მოქალაქემ წინააღმდეგობა ადგილზე მოსულ პოლიციის თანამშრომლებსაც გაუწია, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები