2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,3 შვილის მამა თავს არ მოიკლავდა" - გორში სპეცრაზმელი მუცელში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს

ჩამოტვირთვა

გორის რაიონში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, სპეცრაზმელი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 43 წლის ნუგზარ ბარიშვილს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ოჯახის ინფორმაციით, ბარიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ისე რომ მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ვერ მოასწრეს.

გარდაცვლილის დედა იმავე ბაზაზე მზარეულად მუშაობს, მან შვილის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც სამსახურში გამოცხადდა. როგორც თავად ამბობს, ინფორმაცია მას უწყებიდან არ მიაწოდეს.

როგორც „რუსთავი2“-ს შს სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარი პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და აცხადებენ, რომ ნუგზარ ბარიშვილიმოკლულია. ოჯახი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები