2 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქურდობასა და ე.წ. კანონიერ ქურდებთან კავშირისთვის საფრანგეთში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

ქართველმა სამართალდამცველებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად პარიზში კრიმინალური დაჯგუფების რვა წევრი დააკავეს - ამის შესახებ განცხადება, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გააკეთა.

 "საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები, კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი პარიზში დააკავეს. დაკავებულებს კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი  ქურდობა და ნაქურდალი ნივთების შეძენა ედებათ ბრალად.

"ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ გასული წლის მარტიდან დღემდე,  დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ქურდობა მრავალჯერ ჩაიდინეს,“- განაცხადა ლაცაბიძემ.

მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წელს პარიზში დაკავებულ კანონიერ ქურდებთან და მოპარული ნივთების გაყიდვის შედეგად ქურდული ოფშიაკი ივსებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები