0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამაკაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ სადარბაზოში იპოვეს, ცოცხალი აღმოჩნდა

  მამაკაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ საბურთალოს რაიონში, შარტავას #35-ში იპოვეს, ცოცხალი აღმოჩნდა. მას  ცეცხლსნასროლი ჭრილობა აღენიშნება და ამჟამად  საავადმყოფოში,  აპარატზეა მიერთებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციული ღონისძებები უტარდება.

   თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  საბურთალოს რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში  ნაპოვნი იყო ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი და ის შესაძლოა  ძალოვანი უწყების თანამშრომელი ყოფილიყო,  ჭრილობა კი  ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.  

   თუმცა , შს სამინისტროში აცხადებენ,  რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები