0 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ყაჩაღობის მეოთხე შემთხვევა ხობში - შეიარაღებული პირები კვირკვაიების ოჯახს დაესხნენ თავს

 მორიგი ყაჩაღობა  ხობის რაიონში .   სოფელ ხიბულაში 2 ნიღბიანი შეიარაღებული პირი გიმზერ კვირკვაიას ოჯახს დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ეზოში იმყოფებოდა, დააკავეს და საცხოვრებელ სახლში იარაღის მუქარით შეაღწიეს. 

 თავდამსხმელები თანხას და ძვირფას ნივთებს ითხოვდნენ. წაღებულია 80 ლარი და ოქროს ნივთები. კვირკვაიების ოჯახმა ორი დღის წინ თხილი გაყიდა, სწორედ რეალიზებიდან მიღებულ თანხას მოითხოვდნენ ისინი. ოჯახი ჰყვება, რომ მათ თავდამსხმელები ნახევარი საათის განმავლობაში აწამებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ეს სოფელ ხიბულაში ყაჩაღობის უკვე მეოთხე შემთხვევაა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თავდასხმას ერთიაიგივე კრიმინალური დაჯგუფება ახორციელებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები