0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“გააკეთეთ ყველაფერი, რომ გაშავდეს” – მერია კომპანია მამისონთან ხელშეკრულებას წყვეტს

ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲣᲚᲘᲐ, ᲗᲣ ᲐᲠ ᲩᲐᲕᲗᲕᲚᲘᲗ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲓᲔᲤᲔᲥᲢᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲬᲝᲠᲔᲑᲔᲚᲘᲐ. ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲒᲕᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲠᲓᲐ, ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘᲐ ᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲘ, ᲠᲝᲛ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲛᲐᲛᲘᲡᲝᲜᲛᲐ ᲐᲠ ᲐᲬᲐᲠᲛᲝᲐ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲯᲔᲠᲯᲔᲠᲝᲑᲘᲗ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲘ ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲘᲖᲐ ᲐᲠ ᲩᲐᲢᲐᲠᲔᲑᲣᲚᲐ. ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲐ. ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ, ᲐᲠ ᲕᲗᲕᲚᲘᲗ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲓ, ᲠᲝᲛ ᲛᲐᲗᲗᲐᲜ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ ᲒᲐᲒᲠᲫᲔᲚᲓᲔᲡ. ᲐᲠᲪ ᲘᲛᲐᲨᲘ ᲕᲐᲠ ᲓᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲣᲚᲘ, ᲠᲝᲛ ᲘᲡᲘᲜᲘ ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲣᲚ ᲓᲔᲤᲔᲥᲢᲔᲑᲡ ᲒᲐᲛᲝᲐᲡᲬᲝᲠᲔᲑᲔᲜ. ᲛᲘᲜᲓᲐ, ᲓᲐᲕᲐᲕᲐᲚᲝ ᲕᲘᲪᲔ-ᲛᲔᲠᲡ, ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲮᲛᲐᲚᲐᲫᲔᲡ ᲓᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘᲡ ᲡᲐᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲝ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲡ, ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲨᲐᲠᲙᲝᲕᲡ, ᲛᲐᲗᲗᲐᲜ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ ᲒᲐᲬᲧᲕᲘᲢᲔᲗ. ᲛᲘᲘᲦᲔᲗ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲘ ᲖᲝᲛᲐ, ᲠᲝᲛ ᲛᲝᲛᲓᲔᲕᲜᲝ ᲬᲚᲔᲑᲨᲘ ᲛᲐᲛᲘᲡᲝᲜᲘ ᲕᲔᲠᲪᲔᲠᲗ ᲡᲐᲢᲔᲜᲓᲔᲠᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲓᲣᲠᲐᲨᲘ ᲕᲔᲦᲐᲠ ᲛᲝᲮᲕᲓᲔᲡ. ᲒᲐᲓᲐᲓᲒᲘᲗ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ, ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲒᲐᲨᲐᲕᲓᲔᲡ. ᲛᲔᲡᲛᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲘᲧᲝ ᲒᲐᲠᲙᲕᲔᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ, ᲓᲐᲓᲒᲘᲜᲓᲐ ᲮᲐᲠᲕᲔᲖᲔᲑᲘ, ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘ ᲑᲐᲥᲐᲜᲘ ᲠᲔᲐᲑᲘᲚᲘᲢᲐᲪᲘᲐᲡ ᲐᲠ ᲔᲥᲕᲔᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔᲑᲝᲓᲐ. ᲛᲐᲗ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲮᲠᲘᲓᲐᲜ ᲧᲕᲔᲚᲐᲜᲐᲘᲠᲘ ᲮᲔᲚᲨᲔᲬᲧᲝᲑᲐ ᲰᲥᲝᲜᲓᲐᲗ, ᲗᲣᲛᲪᲐ, ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲠᲘᲡ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲘᲗ, ᲐᲛᲓᲔᲜᲘ ᲮᲜᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ, ᲔᲚᲔᲛᲔᲜᲢᲐᲠᲣᲚᲘ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲐᲪᲘᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲐᲡ ᲕᲔᲠ ᲐᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲔᲜ. ᲧᲕᲔᲚᲐ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲖᲔ, ᲠᲐᲪ ᲩᲐᲡᲐᲢᲐᲠᲔᲑᲔᲚᲘᲐ, ᲧᲕᲔᲚᲐ ᲓᲔᲤᲔᲥᲢᲖᲔ ᲠᲐᲪ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲬᲝᲠᲔᲑᲔᲚᲘᲐ, ᲐᲘᲦᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲕᲔ ᲒᲐᲛᲝᲕᲐᲡᲬᲝᲠᲝᲗ, ᲮᲝᲚᲝ ᲗᲐᲜᲮᲐ, ᲠᲐᲪ ᲓᲐᲘᲮᲐᲠᲯᲔᲑᲐ, ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲡ ᲒᲖᲘᲗ, ᲛᲝᲡᲗᲮᲝᲕᲔᲗ ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲣᲚ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐᲡ. ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲒᲐᲕᲐᲙᲔᲗᲝᲗ, ᲠᲝᲛ ᲛᲔᲢᲠᲝᲡᲐᲓᲒᲣᲠ ᲒᲝᲪᲘᲠᲘᲫᲘᲡ ᲔᲥᲡᲞᲚᲣᲐᲢᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲛᲘᲦᲔᲑᲐ ᲠᲐᲪ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲡᲬᲠᲐᲤᲐᲓ ᲛᲝᲮᲓᲔᲡ ᲓᲐ ᲛᲐᲚᲔ ᲛᲝᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲝᲡ ᲛᲒᲖᲐᲕᲠᲔᲑᲡ“,

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “მამისონთან” თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები