0 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მწყერი, გოჭი, ზუთხი, ხბოს და თევზის მწვადები - "საჩხერელობა" ბიუჯეტს 24 000 ლარი დაუჯდა

აი ფაქტის" ინფორმაციით, "საჩხერელობა" საჩხერის ბიუჯეტს 24 000 ლარი დაუჯდა. დღესასწაული 12 ნოემბერს აღნიშნეს და მდიდრული სუფრაც გაშალეს. 

"დღესასწაულის სტუმრების გამასპინძლება საჩხერის ბიუჯეტიდან 24 ათასი ლარი დაჯდა. სუფრას არ აკლდა მწყერი, გოჭი და ზუთხი. მენიუში ჰქონდათ 300 ლიტრი ღვინოც, ასევე სამი სახეობის, ღორის, ხბოს და თევზის მწვადები.
სადილზე 310 ადამიანი დაპატიჟეს. მათ შორის პარლამენტის წევრები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. 
ადგილობრივ მთავრობებში ხშირად გვეუბნებიან, რომ მწირი ბიუჯეტი ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად არ ჰყოფნით, თორემ სურვილი კი აქვთ. 
“საჩხერლობა 2022”-ის მენიუთი აშკარაა, რომ საჩხერის მერიას ფულის პრიორიტეტულად განკარგვა უჭირს და ამიტომაც არ ეყოფა არასოდეს ხალხისთვის." წერს "აი ფაქტი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები