0 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

ყველა მამაკაცი ვიცი, ვისთანაც ჩემ ყოფილ ცოლს ჰქონდა ურთიერთობა, ემოციურად, მათი ერთ ოთახში დაკეტვა და დახოცვა მინდოდა – მიშა ანდღულაძე

ტვ ფორმულას გადაცემაში “ყვითელი ყუთი” მსახიობმა მიშა ანდღულაძემ მის ყოფილ ცოლთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

თავიდანვე მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ გვეცხოვრა ტყუილის გარეშე. შევთანხმდით, რომ ნებისმიერი ტყუილი იქნებოდა ურთიერთობის დასასრული. თუ გვექნებოდა პრობლემა ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობებში, ეს უნდა გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის. გვინდოდა, ჩვენი ურთიერთობა ყოფილიყო გულწრფელი და ეს აღმოჩნდა საინტერესო, მანამ, სანამ გაჩნდა პრობლემა და მოგვბეზრდა ერთმანეთი და ვფიქრობ, პირველად მას გაუჩნდა ეს პრობლემა და მოუნდა პარალელური ურთიერთობა. შეთანხმება იყო, თუ მოგვინდებოდა სხვათან ურთიერთობა, გვქონოდა, ოღონდ არ დაგვემალა, ეს არ იყო ნორმალური, რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების მოტივი იყო, არ მოვატყუოთ ერთმანეთი და არც ავუკრალოთ რამე. 

საკუთარ თავს გავუჩალიჩე, ეს აღმოჩნდა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არ ვიყავი იმისთვის მზად, რაზეც წავედი, შესაბამისად მივიღე ის, რაც უნდა მიმეღო. 

ამის მოსმენა გამიჭირდა და ეს მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, ერთი პერიოდი სუიციდზეც ვფიქრობდი. ჩვენ არ ვიცით, ჩვენი ბნელი გონება რას გაგვიჩალიჩებს.

ყველა მამაკაცი ვიცი, ვისთანაც ჩემ ყოფილ ცოლთან ჰქონდა ურთიერთობა. მათთან კონფლიქტი არ მქონია, მაგრამ ემოციურად, მათი ყველას მოკვლა მინდოდა, ერთ ოთახში დაკეტვა და დახოცვა. 

ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ერთად ვცხოვრობდით.

მშიშარა ადამიანის მეტი არავინ შვრება ასეთ რამეს, სამაგიეროდ, როცა გააცნობიერებ ძლიერდები, არ მეშინია ახლა ღალატის და შიშების გარეშე ურთიერთობა არის ღირებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები