2 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ვის ეკუთვნის ბინა, სადაც სავარაუდო ბრალდებულები იმყოფებიან?

 "კურიერის" ექსკლუზივი" - ცნობილი ხდება, რომ სახლი, სადაც გამაგრებულები არიან სავარაუდო ბრალდებულები, ეკუთვნის პანკისის ხეობის დუისის მცხოვრებს თინა გაურგაშვილს, რომელიც წლებია უკვე ავსტრიაში ცხოვრობს.

გაურგაშვილი წარმოშობით ახმეტის რაიონიდან, სოფელ დუსიდანაა და როგორც პანკისის ხეობაში ყვებიან, სახლის მეპატრონე დიდი ხნის განმავლობაში აქირავებს ბინას სხვადასხვა პირებზე.

ხეობაში გამორიცხავენ, რომ იქ მყოფი პირების შესახებ სახლის მეპატრონეს რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს.

"კურიერის" ინფორმაციით უკვე დაკითხულია მისი შვილი, რომელმაც არ დაადასტურა ნაცნობობა სახლის მობინადრეებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები