0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ე.წ. სანქციები აშშ-ის რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში.. ასწარ არ ვსაუბრობთ იმ ზომებზე, რომელსაც მივიღებთ, თუ ამ სახით თავდასხმა გაგრძელდება" - შალვა პაპუაშვილი

„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ვიმახსოვრებთ. ეს ყველაფერი ილექება და საბოლოოდ, ჩვენს განწყობებს აჩვენებს. სამწუხაროდ, ისტორიულად ასე ხდება, რომ დიდ ქვეყნებს, საქართველოსთან ყველას ერთი და იგივე რამე ეშლება - რატომღაც ფიქრობენ, რომ ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა ფეხქვეშ გაგება და სხვისი მსახურებაა; რატომღაც ფიქრობენ, რომ ჩვენი მეგობრობა, ომში გაყოლა, როდესაც არ გვევალებოდა ავღანეთში ასვლა, ხოლო ვისაც ევალებოდა სახლში იჯდა, თავდახრილი მორჩილებაა ყველაფრის მიმართ. დიდ ქვეყნებს ასეთი შეცდომა ქართველი ხალხის მიმართ ყოველთვის მოსდიოდათ. გავიდა 3 ათასი წელი და ჩვენ აქ ვართ, დიდი ქვეყნები კი საბოლოოდ ხვდებიან ხოლმე, რომ არასწორად იქცევიან საქართველოსთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ბოლო, სავიზო შეზღუდვებს, მათი ქვეყანაა, ვისაც უნდათ, შეუშვებენ, ვისაც უნდათ, არა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს და ხანდახან ჩვენც არ ვუშვებთ ხოლმე ჩვენს საზღვარზე, მათ შორის ამერიკის მოქალაქეებს. მათი ქვეყანაა, მათი გადასაწყვეტია. თუ ჩვენთან სტუმრობა მოსწონთ, მაგრამ ჩვენი მასპინძლობა არ უნდათ, ეს სტუმარ-მასპინძლობის ეთიკის მიმართ მათ დამოკიდებულებას აჩვენებს.

მაგრამ მეორე საკითხია საფინანსო სანქციები, რომელზეც არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს. განცხადებებია მხოლოდ, ისიც ზოგადი, არცერთი მტკიცებულება. ბოლო გადაწყვეტილება საქართველოს ოთხ მოქალაქეს ეხება. როგორც ვერ უნდა იტანდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ამ ოთხ მოქალაქეს და როგორი ანტაგონიზმიც არ უნდა ჰქონდეთ, ხომ მათი საფირმო სლოგანია - „რაც არ უნდა გეთანხმებოდე, შენი უფლებებისთვის ყოველთვის ვიბრძოლებ“. რატომ არ იბრძვიან ამ ოთხი ადამიანის უფლებებისთვის? ასეთი რამ რომ საქართველოში მომხდარიყო, ხომ მსოფლიო სკანდალი იქნებოდა? ადამიანები სასამართლოს, მტკიცებულების წარდგენის, დაცვის უფლების მიცემის, საჯაროობის გარეშე გააქრო რაღაც საფინანსო სისტემიდან - ასეთი რამ რომ საქართველოს ხელისუფლებას გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, რას იტყოდნენ სენატორები, ევროპარლამენტის წევრები და რა პანიკა იქნებოდა არასამთავრობო სექტორში, „როგორ, სასამართლო კონტროლის, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე?“. არაფერი მომხდარა საერთოდ ამ გადაწყვეტილების დროს. დახურულ კარს მიღმა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის წარმოდგენის გარეშე. რატომ არიან ჩუმად „ენჯეოები“? იცით რატომ? - იმიტომ, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მათ აქვთ შიში, რომ თუ ისინი გააკრიტიკებენ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამართლიანობის ნებისმიერი სტანდარტის დარღვევით, ნულს ქვემოთ სტანდარტით, ამას იტყვიან თავიანთ დამფინანსებელთან დაკავშირებით. შემდეგ შეიძლება კითხვები გაუჩნდეთ: კი, მაგრამ მე თუ მაკრიტიკებ, იქნებ აღარც დაგაფინანსოო. ეს სავალალო მდგომარეობა გვაქვს ჩვენ. ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება დაყვანილია „ენჯეო“ სექტორამდე, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები