26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის...
ის წევრები. აღნიშნულ მოთხოვნას კი, შემდეგი პარტიები აკმაყოფილებენ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ „ლელო საქართველოსთვის“ „ახალი პოლიტიკური ცენტრი&ldqu...
|
ფაქტია, ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს. თუ დასავლეთი გარყვნილია და საქართველოს სადღაც გარყვნილებისკენ ან ომისკენ მიაქანებს, მაშინ ასეთი სერიოზული სახით 12 რეკომენდაციის განხილვა ამ კონფერენციაზე რაში ჯდება? - ამის შესახებ „ლელოს“ წვერმა ანა ნაცვლიშვილმა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც თემას - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ ეხება.
ნაცვლიშვილის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს თუ არა, ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია, თუმცა, მისივე განმარტებით, ხელისუფლება ქართველი ხალხის სათქმელს არ ამბობს.
„ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის გადაწყვეტილებაა და ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ფაქტია ის, რომ ხელისუფლებას არ სურს ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს სტატუსი და ყველაფერს აკეთებს, რომ რეფორმები ჩააგდოს. ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას ვაგრძელებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ მივიტანოთ მათთან ქართველი ხალხის სათქმელი, ვინაიდან ხელისუფლება ქართველი ხალხის სათქმელს არ ამბობს და არ აკეთებს. ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, რომ გავაგებინოთ, რასაც ხელისუფლება ამბობს და აკეთებს. საზოგადოებას ემიჯნება, ხელისუფლების და ხალხის სურვილები ევროკავშირთან მიმართებაში ერთმანეთისგან აცდენილია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება შეფასებებზეა. ამიტომ, ხელისუფლების დღევანდელი მცდელობა, თავის მართლების მცდელობაა, თუ რატომ არ არის რეკომენდაციები. ცხადია, ისინი გზებს ეძებენ, როგორ დააღწიონ თავი პასუხისმგებლობას, თუმცა, ფაქტია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის მატარებელი იქნება.
ხელისუფლების მთავარი მცდელობა არის, როგორმე დააღწიოს თავი პასუხისმგებლობას და თავი იმართლოს, ვინაიდან ის რეკომენდაციების არშესრულებაშია მხილებული. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, სადაც მათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოიწვიეს, რომელთაც სულ რაღაც 3 თვის წინ, აგენტებს და ხალხის მტრებს ეძახდნენ, ეს მათი მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან მობოდიშების მცდელობაა, სამოქალაქო საზოგადოება ამ ბოდიშს რამდენად მიიღებს, არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ფაქტია, ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს. თუ დასავლეთი გარყვნილია და საქართველოს სადღაც, გარყვნილებისკენ ან ომისკენ მიაქანებს, მაშინ ასეთი სერიოზული სახით 12 რეკომენდაციის განხილვა ამ კონფერენციაზე რაში ჯდება? მათ არ უნდათ თავის ამომრჩეველს აუხსნან, რომ ერთადერთი, რაც კანდიდატის სტატუსის წინაპირობაა, ეს რეფორმებია და ეს აღიარონ, ან აღიარონ რომ კონფერენციის პარალელურად დაკავებული არიან ანტიდასავლური ტყუილების გავრცელებით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ იმართება, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეძღვნება. ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებაც ესწრება. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და ასევე, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს.
ის წევრები. აღნიშნულ მოთხოვნას კი, შემდეგი პარტიები აკმაყოფილებენ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ „ლელო საქართველოსთვის“ „ახალი პოლიტიკური ცენტრი&ldqu...
„საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების თანახმად, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მისი იმპიჩმენტი მხოლოდ იმის გამო ვერ განხორციელდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ჰქონდა. რა თქმა უნდა,...
"დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები "ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახუ...
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობილია იაშვილი ლოვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. “კიდევ ...
საფრანგეთი საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას დროებით აჩერებს – შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრი ავრცელებს. ამის შესახებ მან ბასტილიის დღესთან დაკავშირ...
“ქართული ოცნება საქართველოს ევროკავშირში ვერ შემოიყვანს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართველებს შეუძლიათ ხმა მისცენ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და დააბრუნონ თავიანთი ქვე...
პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. ამის შესახებ ბრიფინგზე მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა. პარლამენტმა კანონში ცვლილებები ივნისის ბოლოს მიიღო. ...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები