საზოგადოება
აფეთქება დიდ დიღომში - დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.. 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
2022-09-01 10:26:42
დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დედა და მცირეწლოვანი შვილი. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
დაშავებულები, ნიგერიის მოქალაქეები არიან. სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ნიგერიის მოქალაქეები ქირით ცხოვრობდნენ.
კომენტარები