1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ბლაგვი საგანი და აგურის ნატეხები” – რა მტკიცებულებები ამოიღეს აგარარაკზე, რომელიც ახალგაზრდებს ჰქონდათ ნაქირავები?

სად იკარგება 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის კვალი? მომხდართან დაკავშირებით “კურიერისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, სახლიდან, რომელიც ახალგაზრდებს წინასწარ ჰქონდათ ნაქირავები, ამოღებულია მტკიცებულებები და მათ შორის, არის ბლაგვი საგანიც. გარდა ამისა, საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწმეს გურამ ამირხანაშვილს ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები აღენიშნება. 

დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ახლობლების ინფორმაციით, ეს დაზიანებები მან არა ფიზიკური დაპირისპირების დროს, არამედ მაშინ მიიღო, როდესაც თბილისისკენ მიმავალ გზაზე ნაძალადევიდან ჩამოსული ბიჭებისგან დამალვას ცდილობდა. 

მოწმეების დიდ ნაწილს დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ყველამ იცის, რომ დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დარეკა თბილისში და მეგობრებს დახმარება სთხოვა. ადვოკატი აცხადებს, რომ თბილისიდან რამდენიმე ადამიანი ჩავიდა.

გიორგი შაქარაშვილმა და გურამ ამირხანაშვილმა ტერიტორია დატოვეს მას შემდეგ, რაც ადგილზე მოხდა კონფლიქტი. მათ გაარიდეს ვითარებას თავი. მას შემდეგ, რაც ისინი თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგნენ, მათ დაეწია ავტომობილი. მანქანაში 2 ადამიანი იჯდა, ისინი გაუსწორდნენ იქვე ახლოს მყოფ 2 ახალგზრდას, საიდანაც ერთ-ერთი არის ვახო ახვლედიანი და რომელიც მოწმის სახით გუშინ ჰყავდათ ტერიტორიაზე სამართალდამცველებს.

პარალელურად, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა იმ აგარაკზე, რომელიც ახალგაზრდებს ჰქონდათ ნაქირავები. ტერიტორიიდან ამოღებული არის ნივთმტკიცებულების სახით ახალი ნივთები, მათ შორის საუბარია გატეხილ აგურებზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები