1 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიციამ 40 ადამიანის გაუპატიურებაში ბრალდებული პირი დააკავა

ნიგერიის პოლიციამ 40 ადამიანის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავა. 

 ქალაქ დანგორას მოსახლეობამ კაცი მას შემდეგ დაიჭირა, რაც ის ერთ-ერთმა ქალმა თავისი შვილების საძინებელში აღმოაჩინა. კაცმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მეზობლები გაეკიდნენ, დაიჭირეს და პოლიციას გადასცეს.

 გაუპატიურებების სერია ქალაქში 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 10 წლის ასაკის ბავშვი და 80 წლის ქალი იყვნენ. ქალაქის მოსახლეობა ამბობს, რომ ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ მშვიდად დაიძინებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები