1 7 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, ორი ახალგაზრდა დანით აჩეხა -საზარელი შემთხვევა...

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ორი ადამიანი დაჭრეს. სოფელ გამარჯვების დეპუტატმა საკრებულოში “ქართული ოცნებიდან”, გიორგი ჭინჭარაულმა თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

  ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში დღეობის აღნიშვნის შემდეგ მხარეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ერთმანეთს ყოფით ნიადაგზე დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, ჭინჭარაულს სცემეს, რის შემდეგაც მან სახლიდან დანა გამოიტანა და ძმებს სასტიკად გაუსწორდა.
დაზარალებულებს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული. ისინი თავდაპირველად დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მათი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.


 საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მთავარი არხის ინფორმაციით, გიორგი ჭინჭარაული თამაზაშვილებთან დაახლოებული პირია. იგი ლექსო თამაზაშვილის მეგობარია. წარსულში ჭინჭარაულს ოჯახის წევრის ცემასა და ხულიგნობას ედავებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:40

    შსს - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირია დაკავებულ...

    მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, რომელთა შორისაც 10 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრელებს. უწყების ცნობით, დ...

  • 15:47

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, შვილიშვი...

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 66 წლის კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძ...

  • 15:17

    10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას და ა...

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა. აღნი...

  • 13:36

    ქარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 2 ძმ...

    პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,...

  • 12:28

    მამაკაცი, რომელსაც სოფელ ახაშენში ცოლისა და ორი მე...

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ცნობისთვის, სოფელ ახაშენში მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ჰყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვი...

  • 16:08

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგა...

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგაზრდა მოკლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში მოხდა. ადგილობრივების თმით, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც ორ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამივე ...

  • 12:06

    პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომლებიც საზღვარგარეთ მყო...

    სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უ...