1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

6 წლის მოზარდის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გათავისუფლდა

ხმაური გურჯაანის რაიონულ სასამართლოში - 6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას დაზარალებულის ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, მათ სასამართლოს შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადეს.

მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა - მათ მოსამართლე და პროკურორი არ შეხვდნენ, ბავშვის ოჯახის წევრების პროტესტმა სასამართლოს ეზოში გადაინაცვლა. ისინი ამ დრომდე სასამართლოს ეზოში რჩებიან. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, განჩინების ჩაბარების შემდეგ გაასაჩივრებს. საქმის პროკურორმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. 

შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა. 58 წლის კაცს მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, პროკურატურამ პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე მისი დაკითხვა ვერ მოახერხა და მამაკაცმა დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა. საქმის განხილვა ვერც სასამართლომ დაასრულა და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები