1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიშნობის დღეს 21 წლის გოგო საკუთარმა ძმამ მოკლა

კვიპროსში, ლარკანას ერთ-ერთ სოფელში 23 წლის მამაკაცმა საკუთარი 21 წლის და მოკლა, რომელსაც იმ საღამოს ნიშნობა უნდა ჰქონოდა - ამის შესახებ პრაიმ ტაიმი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. ტრაგიკულ ამბავს კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის ფაქტი, რომ გოგონა ორი თვის ფეხმძიმე იყო. 23 წლის ბრალდებული ჩვენებაში წერს, რომ ეროვნულ გვარდიაში ვარჯიში ჰქონდა და ამის შემდეგ იარაღს სახლში წმენდდა, როდესაც ტყვია გავარდა და მის დას თავში მოხვდა. სამართალდამცველები მისი ჩვენება საეჭვოდ მიიჩნიეს რადგან, ეროვნულმა გვარდიამ დიდი ხანია კორონავირუსის გამო ვარჯიშები შეაჩერა. გამოძიება სავარაუდოდ რამდენიმე მუხლით დაიწყება, განზრახ ან შელაპარაკების ფონზე მკვლელობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები