1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბოლნისში პოლიციელები და ექიმები ქვებით და ხელკეტებით სცემეს

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მისულ სასწრაფოს ეკიპაჟის წევრებს სოფლის მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.

ექიმებს ჰქონდათ ინფორმაცია რომ ერთერთ ოჯახში 7 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდათ. იგეგმებოდა პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

ოჯახის წევრებმა ექიმებს პაციენტები არ გამოაყოლეს რის შემდეგაც ადგილზე საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. სოფელში პოლიციის მისვლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ადგილობრივები ქვებით და ხელკეტებით გაუსწორდნენ სამართალდამცავებს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მაქნანები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები