1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თემქაზე დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი კომენდანტის საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა

თემქაზე, 143-ე სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მოხდა.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულს ოპერაცია უტარდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები