1 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრის საქმეზე დაკავებულ პაატა მაჭარაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას სახელმწიფო ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. დაკავებულს ბრალდება ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში დღის მეორე ნახევარში გააცნეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლო 56 წლის პაატა მაჭარაშვილის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს.

შემთხვევა სოფელ ქვემო ბოდბეში 1 ნოემბერს მოხდა. პაატა მაჭარაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის აკაკი თარაშვილის შვილი, 31 წლის კობა თარაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები