1 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თელავის უნივერსიტეტში 25 წლის ბიჭი დაჭრეს

თელავის უნივერსიტეტში აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი დაჭრეს.

25 წლის მამაკაცს  ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიაყენეს. შემთხვევა უნივერსიტეტის ეზოში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მათ სროლის ხმა მას შემდეგ გაიგეს, რაც კიკნაძემ საკუთარი ავტომობილი სასწავლებელთან გააჩერა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე პოლიცია მუშაობს. მომხდარზე საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით არის აღძრული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები