0 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს

ოჯახში ძალადობაში 2018 წელს 16 პოლიციელი ამხილეს, – ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს წარადგინა.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, 2018 წელს დისციპლინური სახდელი დაეკისრა რვა პოლიციელს.

ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები