0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თბილისში, თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, თემქის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელში პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს მამაკაცი აღნიშნულ მისამართზე ქირით 2018 წლის 17 თებერვლიდან ცხოვრობდა.

„ბინის მესაკუთრის მომართვის საფუძველზე, მოხდა ურდულით დაკეტილი კარის გახსნა, სადაც საძინებელ ოთახში ნანახი იქნა დამწვარი მამაკაცის ცხედარი“, – განაცხადეს შსს-ში.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები