0 7 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალციხეში კაცმა ქალი დაჭრა

  ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე 30 წლამდე კაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალს ამავე ქუჩაზე ბინა ჰქონდა ნაქირავები. მეგობარმა კაცმა კი იგი ამავე ბინაში დაჭრა. დაჭრილი ქალი დახმარების თხოვნით სურსათის მაღაზიაში შევარდა. ინფორმაციას Sknews-ი ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით, რომ 30 წლამდე კაცი, პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. უწყება მომხდარს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით იძიებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები