0 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთსა და იტალიაში 35 პირი დააკავეს - დაკავებულია რამდენიმე ქართველი, მათ შორის კანონიერი ქურდებიც


რამდენიმე ქართველი მათ შორის კანონიერი ქურდები დააკავეს ფრანგმა სამართალდამცველებმა საფრანგეთსა და იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. სპეცოპერაციაში ევროპოლიც იყო ჩართული.

ტელეკომპანია BFM-ის ინფორმაციით, ჯამში 35 პირია დაკავებული, მათ შორის 6 ქალია, მათი დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 270 ათასი ევრო ნაღდი ფული და იარაღი. ფრანგი და იტალიელი სამართალდამცველების მტკიცებით, გაშიფრულია სქემა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ფულს ათერებდენენ.

როგორც აღმოჩნდა, ისინი არეგისტრირებდნენ სამშენებლო კომპანიებს, რომლის დახმარებითაც ხდებოდა ფულის გათეთრება. დაკავებულები ფლობდნენ ბინებს საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები