0 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუიციდის მორიგი შემთხვევა - მე–9 კლასელმა გოგონამ თავი მოიკლა

   ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მე–9 კლასელმა გოგონამ თავი მოიკლა.  ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს .

   ბავშვის ცხედარი დღეს დილით, ეზოში, ოჯახის წევრებმა ნახეს. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

ახლობლების ინფორმაციით, გოგონა სახლიდან გარეთ რამდენიმე წუთის გასული იყო.

სკოლის დირექტორის მზია კორაშვილის თქმით, გოგონა წარჩინებული მოსწავლე იყო და ძიუდოშიც ვარჯიშობდა.

თანაკლასელების ინფორმაციით, გოგონას პრობლემები არ ჰქონია.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს ყვარლის პოლიცია იძიებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები