0 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობის აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შენახვა, რეალიზაცია, გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა. 
გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარ საცხოვრებელი სახლის სხვენში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ 29 239 კოლოფ "Master’’-ს, რომლის ნაწილიც, 7 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი "Master’’-ი გაასაღა ერთ-ერთ ბრალდებულზე. საგამძიებო სამსახურმა აღნიშნული პირი დააკავა პროდუქციის გადაზიდვის მომენტში, ხოლო დანარჩენი უაქციზო სიგარეტი ამოღებულია საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. 
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები