0 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. 
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ ფიზიკურ პირზე მოტყუებით გაასაღა 12 ერთეული ყალბი 100 - ლარიანი კუპიურა, - საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფული ამოიღო ნივთიერმტკიცებულების სახით. 
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები