1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ჩამოტვირთვა

უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იმუშავებს, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესს გააუმჯობესებს. ასევე, შეწყალების კომისია გაფართოვდება და მის მუშაობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩაერთვება.

აღნიშნული შედეგებით დასრულდა დღეს გიორგი მარგველაშვილის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილისა და შეწყალების კომისიის შეხვედრა.

შეხვედრისას განიხილეს ის საკითხები, რომელიც აღნიშნულ პროცესს გააუმჯობესებს, რათა შემდგომში შესაძლო ხარვეზების თავიდან აცილება მოხდეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, მთავარი სულისკვეთება, რომ მნიშვნელოვანია პროცესის გაუმჯობესება- საერთოა. ფაქტია, რომ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ გაურბის.

"იქნება მთელი რიგი მექნიზმები გაწერილი. ამავდროულად, მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მისაღებია მინისტრის ინიციატივა კომისიის შემადგენლობაში იყოს ჩართული სასჯელაღსრულების და პრობაციისა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი. ვფიქრობთ, ეს სამუშაო პროცესი საბოლოო ჯამში მთლიანად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები