0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნანუკა ჟორჟოლიანი: ადამიანი, რომელიც მეორეს ასე გაიმეტებს დამნაშავეა!კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს!

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება. ის ბრალდებულის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. 

"დაჟინებული მზერისთვის და სექსის შეთავაზებისთვის ვითხოვთ ადამიანებმა არსებობა დაასრულონ და 14 ჭრილობის მიმყენებელის ფსიქიკის გარკვევას ვცდილობთ. მგონი გავგიჟდით.

ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ! ადამიანი, რომელიც მეორეს ასე გაიმეტებს დამნაშავეა!კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს! ხვალ, შელაპარაკების დროს, რომელიმე ისევ დანისკენ რომ წაიღებს ხელს, უნდა ახსოვდეს რომ პასუხს აგებს. ოღონდ "აბაროტით" კი არა! კანონით!"- წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები