0 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით შუბლაძის და თავისი მეუღლის პირადი ფოტოები - გეი ქორწინება ჩოხაში

ორგანიზაცია LGBT საქართველოს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით მიხეილ შუბლაძე ნიუ იორკში დაქორწინდა. შუბლაძეს და თავის რჩეულს, იტალიელ მეთიუ გენდოლფოს საქორწინო ცერემონიაზე ჩოხები ეცვათ.

როგორც შუბლაძემ ტაბულას უთხრა, ჩოხები საჩუქარია იმ ურა-პატრიოტებისთვის, ქრისტეს სახელით ადამიანებს მოსაკლავად რომ დასდევენ.

"ჩემი საჩუქარია იმ ურა-პატრიოტებისთვის და ფსევდორელიგიური ხალხისთვის, რომელთაც ერევათ ყველა გაგება და ქრისტეს სახელით მოსაკლავად გამოგეკიდებიან, პირსაც გვარიანად აიყროლებენ (თუმცა სხვა რა დარჩენიათ?). ასევე, იმათთვის, ჩოხა და სექსუალური ორიენტაცია ქართველობა რომ ჰგონიათ. მათთვისაა საჩუქარი, ვინც რუსთაველზე ჩოხით გაბღენძილი დაიარება და საქართველოში ჩამოსულ ემიგრანტებს ერჩის ქართველობის გადარჩენის მიზნით. ასევე, ვუძღვნი პირადად ამხანაგებ გია კორკოტაშვილსა და სანდრო ბრეგაძეს, აბა თქვენ იცით, არ მოდუნდეთ! თქვენ ნამდვილად გამოგდით საზოგადოების ყურადღების მობილიზება ლგბტ თემაზე, რის შემდეგ ლგბტ აქტივისტები ახერხებენ პრობლემებზე საუბარს და ფართო მასებამდე მიტანას. მადლობა, რომ მუდმივად ახერხებთ ამ თემის "პრაიმთაიმში" გატანას", - ამბობს შუბლაძე ტაბულასთან.

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ლგბტ ქორწინება ლეგალურად 2015 წლის 26 ივნისს გამოაცხადა. სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სახელმწიფოს მხრიდან გეი ქორწინებაზე უარის თქმა. შესაბამისად, ამ დღიდან ლგბტ პირებს აქვთ კონსტიტუციური უფლება იქორწინონ იმავე სქესის წარმომადგენლებზე, რომელსაც თავად მიეკუთვნებიან.

აქამდე ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინება არ იყო ფედერალურ იურისდიქციაში და გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით თითოეული შტატი ცალ-ცალკე იღებდა. გეი კავშირები 50-დან მხოლოდ 37 შტატში იყო აღიარებული. 
წყარო: ტაბულა

itv.ge გთავაზობთ ფოტოებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები