0 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მაშაყირებს, ნუ გველაპარაკები ისე, როგორც გადაცემა მიგყავს და დედასავით გვეჩხუბეო“- ეკა ხოფერიამ შვილს წერილი მიუძღვნა

ეკა ხოფერიამ საკუთარ შვილს ვრცელი წერილი მიუძღვნა. ჟურნალისტის ქალიშვილმა  ანანო ლევიძემ სკოლა წელს დაამთავრა.  ხოფერიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსში სწორედ მასთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

" დილა/კაპუჩინომშვიდობისა) დღეს ამ როლს ჩემს ნაცვლად ანანო შეასრულებს, ჩემი უფროსი შვილი. მიზეზი სერიოზულია, დღეს სკოლას ამთავრებს და ბოლო ზარი აქვს. ჩვენს ამბებს მოგიყვებით. იმის მიუხედავად, რომ არ ვარ მკაცრი დედა, თითქმის არასდროს ამიწევია ხმისთვის და აგერ უკვე სამივე მაშაყირებს, ნუ გველაპარაკები ისე, როგორც გადაცემა მიგყავს და ჩვეულებრივი დედასავით გვეჩხუბეო, მაინც მკაცრი გამოვდივარ. მგონია, რომ ის ფაქტი, რომ დედა ასე თუ ისე წარმატებული ჟურნალისტია, მათთვის ბევრს არაფერს ცვლის და შექებაც ჩემგან თუ სხვისგან ობიექტურად უნდა დაიმსახურონ. დიდი ხანი არ მეჯერა, რომ რეალურად თვითონ შეუძლია პატარ- პატარა წარმატებების მიღწევის, ფაქტებს ვითხოვდი) ფაქტები დადო, მოიგო რამდენჯერმე სერიოზული კონკურსი, წარმატებით გაართვა თავი ძნელ და საპსუხისმგებლო გამოცდას და წავიდა დიდ ბრიტანეთში. მერე შუა გზაზე მითხრა, რომ გეგმები შეეცვალა, არ უნდა ერთი წლის დაკარგვა, ჩამოვიდა ექსტერნად ჩააბარა გამოცდები, ძალიან კარგი ქულებით დაამთავრა სკოლა, აიღო ატესტატი და მომავალ წელს სწავლას უკვე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში განაგრძობს. ჯერ ყველაფერი წინ აქვს. კაცმა რომ თქვას, მე ბევრი რამ დავაკელი, პირველ რიგში ყურადღება და დრო, მას რომ პირველი კბილი ამოუვიდა, მე საინფორმაციოში დილიდან ღამემდე ვმუშაობდი და ასე შემდეგ. როგორია რეცეპტი? არ ვიცი. ალბათ, პირადი მაგალითიც, ალბათ უფრო მეგობრობა, ვიდრე მუდმივი კონტროლი და შენიშვნები და ალბათ ობიექტურობა. ანანო ერთი იმათგანია და ეს " ბავშვები" ძალიან ბევრნი არიან, რომლებმაც ჩვენზე უკეთ იციან, რა უნდათ და რომ ამ მიზნისკენ სავალი გზა სწავლაზე გადის. ისინი უშვებენ და დაუშვებენ ბევრ შეცდომას, მაგრამ როგორც ჩემი ერთი ძალიან საყვარელი ადამიანი ამბობს, მთებს დაატრიალებენ) წარმატებებს გისურვებთ ყველას, ვინც სკოლას ამთავრებს და წარმატებები მინდა გისურვოთ მთელი გულით,“- წერს ეკა ხოფერია.


 


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები