0 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კატალონიის ბარსელონა ბორუსიაზე თავდასხმას ეხმაურება

გუშინ დორტმუნდის ბორუსიასა და მონაკოს შორის დაგეგმილი ნახევარფინალური მატჩი ჩაიშალა ბორუსიაზე თავდასხმის გამო. აფეთქების შედეგად გუნდის ავტობუსი და ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაზიანდა.  ფაქტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

კატალონიის ბარსელონა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ასეთ განცხადებას აქვეყნებს:"ჩვენი სრული მხარდაჭერა მარკ ბარტრას, დორტმუნდის ბორუსიას და მის ფანებს."

ფაქტს ეხმაურება ესპანეთის პრემიერ მინისტრიც და ამბობს, რომ გულშემატკივრობს ბორუსიას და ბარტრას გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ფიფას პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება ინციდენტის შესახებ და ბარტრას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

უეფას პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ღრმად დამწუხრებულია ამ ფაქტის გამო.

შგახსენებთ, რომ დორტმუნდის ბორუსიასა და მონაკოს შორის ნახევარფინალური შეხვედრა დღეს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები