0 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. სამსახურის საქმეები სტაბილურად კარგად მიგდით. პირად ცხოვრებაში კი ცვლილებებია მოსალოდნელი. ნუ აჩქარდებით სასიყვარულო პარტნიორთან დაშორებას. 

კურო
ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, შემთხვევით არაფერი ხდება. კარგი დღეა შეხვედრებისთვის, არსებული კავშირების გასაუმჯობესებლად. გავლენიან ადამიანებს თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით. 

ტყუპი
კოლეგებისა და მეგობრების დახმარებით სასურველ შედეგს მიაღწევთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, გულითადი საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

კირჩხიბი
თქვენი გადასაწყვეტია როგორ წარმართავთ დღეს. გსურთ, იმუშავეთ, გსურთ იფლირტავეთ. საღამო გართობას, შოპინგს დაუთმეთ. 

ლომი
კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. დაიახლოვეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის. 

ქალწული
მიზანმიმართული და აქტიური უნდა იყოთ. შანსი გაქვთ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და უფროსსაც მოაწონოთ თავი. პირად ცხოვრებაში არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით - ვის მიანიჭოთ უპირატესობა. 

სასწორი
ძირითად საქმიანობას მეტი დრო დაუთმეთ და ნაკლებად მოწყდით წვრილმანებზე. აუსრულეთ ოჯახის წევრებს დანაპირები. 

მორიელი
ისწავლეთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. დღეს ბევრი რამე თქვენს გონიერებასა და სისწრაფეზეა დამოკიდებული. შესრულებული სამუშაოსთვის პრემიას მიიღებთ. რომანტიკული პაემანზე არ დააგვიანოთ. 

მშვილდოსანი
გაიმყარეთ პოზიცია სამსახურში. დაუმეგობრდით კოლეგებს. კარგი დღეა შოპინგისთვის, გარდერობი განაახლეთ და ოჯახის წევრებისთვისაც შეიძინეთ საჩუქრები. 

თხის რქა 
სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. მოწყენის მიზეზი არ გაქვთ და ხშირად გაიღიმეთ. განსაკუთრებული წარმატება გელით პირად ცხოვრებაში. 

მერწყული
მშვიდი, ჰარმონიული დღე გელით. შუადღის შემდეგ სიურპრიზებს ელოდეთ. ზოგიერთი დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდება. 

თევზები
კარგი დღეა გონებრივი სამუშაოს შესასრულებლად. ზოგიერთი ინტელექტუალურ ვიქტორინაშიც მიიღებს მონაწილეობას. საღამოს შეხვდით მეგობრებს და იმხიარულეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები