2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სახლთან გაჩერებული მანქანა დამიმტვრიეს და გაქურდეს, წაღებულია ყველაფერი: კაპოტი, შიტოკი, ფარები, აკუმულატორი..."

ზუსტად ერთი კვირის წინ, 20 რიცხვში, გვიან ღამე(სავარაუდოდ 3-5საათზე) სახლთან გაჩერებული მანქანა დამიმტვრიეს და გაქურდეს. წაღებულია ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა: კაპოტი, შიტოკი, ფარები, აკუმულატორი...  -  ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ქეთო კენკაძე წერს.

ახალგაზრდა გოგონა პოლიციას საქმისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

"გამოვიძახე პატრული, რომელიც ზუსტად 40 წუთში მოვიდა, ნახა ასე ნაწილ-ნაწილ გაძარცვული მანქანა, კარგად იცინეს, ჩვენ ასეთი არაფერი არ გვინახავსო🤷🏻‍♀️უცებ ერთ-ერთ პატრულის თანამშრომელს გონება გაუნათდა, ბოლოს მომხდარი საგზაო შემთხვევები გადაემოწმებინათ ჩემი მანქანის ანალოგი ხომ არ დაზიანებულა, ამაზე მეორე თანამშრომელმა დასცინა, ყველას როგორ გადაამოწმებო🙂

ამასობაში სამმართველოს უფროსმა გამიმხილა, შენს მეზობელს აივანზე კამერა აქვს დამონტაჟებული, მაგრამ რთულად იხსნება, რამდენად შევძლებთ გადამოწმებას არ ვიცი, თან საკითხავია ის კაცი საერთოდ თუ მოგვცემს კამერის ნახვის უფლებასო 🙂 ხო, ამას მეუბნება სამმართველოს უფროსი 🙂 არ გეჩვენებათ... თან გამაფრთხილეს სანამ გამოძიება მიმდინარეობს facebook-ზე არ დაპოსტოვო 🙂 

ამ ყველაფრის შემდეგ არავინ დამკავშირებია. დავრეკე გამომძიებელთან გუშინ, პასუხი : რამე სიახლე რომ ყოფილიყო თავად დაგიკავშირდებოდითო🤷🏻‍♀️მაინც ჩავეძიე, ახლა რა ეტაპზეა გამოძიება, კამერები თუ გადაამოწმეთ-მეთქი, პასუხი: ”რამე რომ ენახათ მეტყოდნენ” 🙂 ანუ არც უკითხავს თანამშრომლებისთვის გადაამოწმეს თუ არა კამერები და იყო თუ არა საეჭვო რამე🤷🏻‍♀️

საქმეც ალბათ დახურეს. ნორმალური პასუხი ვერ მივიღე,"- წერს ქეთო კენკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები