0 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ვინ არის მოკლული მამაკაცი, რომელიც ამ ფოტოზე ჩანს?

გარდაცვლილი პირის ვინაობა, რომელიც ამ ფოტოზეა ასახული, ჯერჯერობით უცნობია. გაურკვეველია ისიც, თუ როგორ მოხვდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი ეზოში, რომელიც სპეცრაზმის მიერ კონტროლდებოდა. 

თუ გარდაცვლილი ეჭვმიტანილია, მაშინ ისმის კითხვა: როგორ გამოაღწია მან ბინიდან გამალებული შტურმის დროს, გამოვიდა სადარბაზოდან, სადაც სპეცრაზმი უნდა ყოფილიყო, გადაკვეთა ეზოს მონაკვეთი და მივიდა „კობრამდე“?

ხოლო თუ გარდაცვლილი ერთერთი ეჭვმიტანილი არ არის, მაშინ კიდევ უფრო ბევრი და დამაფიქრებელი კითხვები ჩნდება, რომელიც სხვათაშორის იმითაცაა გამოწვეული რომ ხელისუფლება დუმს...

კერძოდ: სუსი საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას არ ჩქარობს. მიუხედავად იმისა რომ თითქმის 24 საათი მიმდინარეობდა სპეცოპერაცია, რომელსაც უკვე დადასტურებული ინფორმაციით, ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლე შეეწირა. 

41 წლის სპეცრაზმელი დილით, ეჭვმიტანილის აყვანისას თავის არეში დაიჭრა მძიმედ და ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. 

თუმცა, სპეცრაზმელის გარდა, გარდაცვლილია ამ ფოტოზე ასახული უცნობი მამაკაციც. არიან დაჭრილებიც, რომელთა შესახებაც, ისევე როგორც ჩატარებული სპეცოპერაციის ირგვლივ, განმარტებები არ კეთდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები