0 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ა.ა. ნინოწმინდის რაიონის სოფელ კონდურაში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ ნინოწმინდაში, ერთ-ერთი ლომბარდიდან მობილური ტელეფონი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნაქურდალი ტელეფონი, ხოლო სახლის ეზოდან - არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები